თავში

მარინა ეზუგბაია: 17 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

მარინა ეზუგბაია: 17 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
მარინა ეზუგბაია: 17 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 46 პაციენტი იმყოფება, მათგან 44 კოვიდინფიცირებულია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, 17 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, რაც შეეხება კლინიკაში კრიტიკულ პაციენტებს, ორივეს მდგომარეობა დასტაბილურდა.

"44 პაციენტიდან 17 გვყავს მძიმე პნევმონიით. კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს, ორივე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. კორონავირუსით 7 მოზარდია მოთავსებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელების პირველად ტესტსაც ჩავუტარებთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 420-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. გარდაიცვალა - 5. კარანტინის რეჟიმში - 5223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 573 ადამიანი იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system