თავში

,,იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის

,,იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ" - ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის
,,იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ -  ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის

ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ხათუნა მკურნალობის კურსს ისრაელში გადის. როგორც report.ge-სთან საუბარში მისმა მეუღლემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ განაცხადა, მკურნალობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება. 

მისივე თქმით, ხათუნას ისრაელში ქიმიოთერაპიის ორი კურსი უკვე ჩაუტარდა. 

,,ამ ეტაპზე ძალიან დადებითია ძვრები. ორი ქიმიოთერაპია ჩავუტარეთ უკვე. შეიძლება კიდევ სამი დასჭირდეს ან ექვსი, ეს წინასწარ რა თქმა უნდა, არ ვიცით, თუმცა, მკურნალობის შემდეგ რომ დადებითია დინამიკა, ეს გვაძლევს იმედს, რომ დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ", - განუცხადა report.ge-ს ზურა ხაჩიძემ. 

ხათუნას ჟორდანია, ამჟამად, საქართველოშია და მკურნალობის მესამე კურსს ისევ ისრაელში გაივლის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system