თავში

ვაკეში დაჭრილი 2 მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

მდგომარეობა შედარებით მძიმეა
ვაკეში დაჭრილი 2 მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

როგორც ექიმი ირაკლი ფირცხალაიშვილი აცხდადებს, ის მუცლის არეში, ქვედა კიდურში და ზურგის არეშია დაჭრილი, თუმცა ვერ აკონკრეტებს დაშავებულს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს თუ არა მიყენებული.

როგორც ექიმმა აღნიშნა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა, სავარაუდოდ, არც ერთი არ არის.

"ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა გემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული", - განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გაწერენ.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება, რის შედეგაც ორი ადამიანი დაჭრეს, ყიფშიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system