თავში

"მე და ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაგვიდასტურდა, ორი დღეა სასწრაფოს ველოდებით"

"მე და ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაგვიდასტურდა, ორი დღეა სასწრაფოს ველოდებით"
მე და ჩემს მეუღლეს კორონავირუსი დაგვიდასტურდა, ორი დღეა სასწრაფოს ველოდებით

ბათუმში მცხოვრები არჩილ გოგუაძე აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი ორი დღეა სასწრაფო დახმარების ჯგუფს ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში არავის გადაუყვანია. 

„ორი დღეა, ველოდებით შესაბამის კლინიკაში გადასვლას. არაფერი არ მაწუხებდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, გაციებული ვიყავი, ორი დღე მაღალი ტემპერატურა მქონდა. მივიღე სიცხის დამწევი საშუალება და პრევენციის მიზნით კორონავირუსზე ტესტი გავიკეთე.

ტესტზე პასუხი ორ დღეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეოთხე დღეს გავიგე რომ ინფიცირებული ვარ. ამის შემდეგ ჩემს მეუღლესაც აღმოაჩნდა Covid-19. ეს სატელეფონო ზარით შეგვატყობინეს.

ორი დღეა სასწრაფოს ველოდებით, რომ კლინიკაში გადაგვიყვანონ. რომ არავინ მოგვაკითხა, დღეს თავად დავრეკე და მოვიკითხე. მითხრეს, რომ სასწრაფოში თავად უნდა დამერეკა და თავად არავინ მომაკითხავდა… ეს იმის გათვალისწინებით, რომ თავად უკვე იციან ჩვენი ინფიცირების შესახებ. იმის გამო, რომ ინფორმირებულები იყვნენ, თავად სასწრაფოში არ დამირეკავს. მაინტერესებს, რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება. მათი პასუხის შემდეგ დემონსტრაციულად აღარ დამირეკავს სასწრაფოში. 

Covid-19-ზე ტესტი ჩემს შვილს ვერ გავუკეთეთ, რადგან ვიცით, რომ დაინფიცირებულები გარეთ გასვლას თავს ვარიდებთ და ამიტომ, თვითიზოლაციაში გადავედით. ჩვენს გარდა, სამი წლის ბავშვი არც არავის გაყვებოდა…

ასევე, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ჩემი მშობლებიც და არც მათ აქვთ ტესტი ვირუსზე გაკეთებული. სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, უბრალოდ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სახლიდან არ გავდივართ, რათა სხვას არ გადავდოთ.“ – ამბობს არჩილ გოგუაძე.

ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ბათუმში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აჭარაში არიან პაციენტები, რომლებიც კლინიკაში მოთავსებას ელოდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system