თავში

"მე ისეთ ინფექციებზე ვარ აცრილი..." - რას ამბობს პირველი რეგისტრირებული ექიმი

"მე ისეთ ინფექციებზე ვარ აცრილი..." - რას ამბობს პირველი რეგისტრირებული ექიმი
მე ისეთ ინფექციებზე ვარ აცრილი... - რას ამბობს პირველი რეგისტრირებული ექიმი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, თამარ გიორგაძე, რომელიც ვაქცინაციისთვის პირველი დარეგისტრირდა, უკვე აიცრა. 

როგორც თამარ გიორგაძე ამბობს, ვაქცინაციის პროცესი უმტკინვეულო იყო. როგორც გიორგაძემ გაანცხადა, მან ამით კოლეგებს მისცა მაგალითი. 

„ვაქცინაცია ჩატარდა უვნებლად, უმტკინვეულოდ. ვარ პირველი, რომელმაც გადავწყვიტე რომ ჩამეტარებინა ვაქცინა და ჩემი კოლეგებისთვის მიმეცა მაგალითი, მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, დაიცვან საკუთარი თავი და გარშემომყოფებიც. მე ისეთ ინფექციებზე ვარ აცრილი, რომ ეს ჩემთვის პრობლემატური აღარ არის. ჩვენთან მუშაობა მოითხოვს აცრებს, ამიტომ ვიცით, რომ ამ აცრის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. კოვიდთან ერთად ცხოვრება აღარ იქნება საშიში. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტში 46 წელია ვმუშაობ, თანაც ვმუშაობ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე. ჩვენთან მუშაობა მოითხოვს აცრებს. ამიტომ მე ისეთ ინფექციებზე ვარ აცრილი... უდარდელად ვიცრებით, ვიცით, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება“,- განაცხადა თამარ გიორგაძემ.

ცნობისთვის, მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა პირდაპირ ეთერში ჩაიტარეს.

პირველი, კი ვინც კორონავირუსზე აიცრა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system