თავში

"მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი

"მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო..." - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი
მე რომ ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო... - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფორნიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს საქართველო სახიფათო გამოწვევის წინაშეა."გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…

ხოლო სტუდიაში მყოფი ჩვენი ექიმები ყვებიან თუ რამდენჯერ უმკურნალებიათ ციხიდან საქალაქო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებისთვის, კბილის ამოღების ჩათვლით…

მეტი რა ვთქვა არ ვიცი…ის, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაწყვეტილების მიმღებნი არაფრად გვაგდებენ ამას სამწუხაროდ ვაცნობიერებ, მაგრამ ხომ შეიძლება ოდნავ მაინც პოლიტიკურ თამასას და პასუხისმგებლობის ხარისხს გაუწიონ ანგარიში და გადაიყვანონ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში, თუნდაც იმიტომ რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს და დაემორჩილოს უსაზღვროდ საჭირო მკურნალობის პროტოკოლს, რომელიც თუ დაგვიანებული არ არის ნამდვილად დროული და უაღრესად აუცილებელია.გუშინწინ ჩემმა სტატუსმა, სადაც დავწერე, რომ ვოცნებობ არასდროს გავბოროტდე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ათასებს გასცდა კომენტარები და 100-დან მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აღმოჩნდა, ვინც არ დამეთანხმა და დაწერა, რომ ექს-პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა მისი პასუხისმგებლობაა და მის “ხუშტურს”-ს ეწირება მისივე ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამაზე მაქვს შეკითხვა: მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ნანატრი ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ და სამედიცინო სექტორმა სათანადოდ არ უნდა მომხედონ, იმის გამო რომ მე გადავწყვიტე პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა? არადა ჩემი ორკესტრის დარბაზის პრობლემისადმი მთავრობის წევრთა ყურადღების გამოწვევის გამო სასოწარკვეთილებაში მყოფს არაერთხელ გამიფიქრებია მსგავსი რადიკალური სიგიჟე…ახლა მართლა ის დროა დავივიწყოთ ყველაფერი და ღირსება შევინარჩუნოთ.პირველად ჩემი 42 წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაზე გადის ჩემი სამშობლოს რეპუტაციის გადარჩენის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გზა!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system