თავში

"მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში" - იმედა კახიანი

"მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში" - იმედა კახიანი
მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში - იმედა კახიანი

მსახიობი იმედა კახიანი ამბობს, რომ მსახიობების მხრიდან რუსეთში ჩასვლა და იქ სპექტაკლის გამართვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ერთგვარი ხერხია.

"დღეს რა საშუალება გვაქვს მსახიობებს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ და თუნდაც, რუსეთს ვებრძოლოთ? მხოლოდ ის, რომ ჩავიდეთ იქ და ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არავის დასაჩაგრი და არავისზე ნაკლები არ ვართ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. 

მე რომ მომცენ დღეს უფლება, სიამოვნებით წავალ მოსკოვში და 5 კაციც რომ მოვიდეს და ტაში დამიკრას, მეტი არ მინდა - ის 5 კაციც ხომ ჩემი გახდა?! ჩემი იარაღი ეს არის, სხვა იარაღი მსახიობს არ აქვს,"- განაცხადა კახიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 

რობერტ სტურუა რუსეთში უკვე გაემგზავრა. რეჟისორს რამდენიმე დღეში თეატრის დასი შეუერთდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system