თავში

"მე, თავსაფარ შემოხვეული და თავზე ჩალმით ვიქნები..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მე, თავსაფარ შემოხვეუ
მე, თავსაფარ შემოხვეული და თავზე ჩალმით ვიქნები...  - ნანუკა ჟორჟოლიანი

"60 წლის რომ გავხდები, წავალ წყალტუბოში, სადაც შევქმნი სამოთხეს", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მას მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ცენტრის შექმნა სურს, სადაც თავადაც იცხოვრებს. 

"ზუსტად ვიცი ადგილი, სადაც შევქმნი ამ სამოთხეს, როგორი და სად იქნება. ადამიანები ტყეში გაატარებენ 2-3 კვირას, ან რამდენიც მოუნდებათ.

ეს არ იქნება კლინიკა. არც მარმარილოები იქნება და არც ოქროსფერი ჭაღები. ეს იქნება ადგილი ბევრი ფერადი ჰამაკით და პატარა სივრცეებით. ეს იქნება ადგილი სადაც მხოლოს სიყვარულის ენერგია იტრიალებს და მე, თავსაფარ შემოხვეული და თავზე ჩალმით ვიქნები ამ ყველაფრის მთავარი მასპინძელი.ჩემს პატარა სახლში, რომელიც იმავე სივრცეში იქნება დავპატიჟებ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც კარგი დასვენების სანაცვლოდ, შეხვედრებს მოაწყობენ ჩემს სტუმრებთან.აი, ასეთი იქნება ჩემი მომავალი", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system