თავში

"მე ვერ ვიქნები სააკაშვილის მკურნალი ექიმი" - ნინო გოგორიშვილი

"მე ვერ ვიქნები სააკაშვილის მკურნალი ექიმი" - ნინო გოგორიშვილი
მე ვერ ვიქნები სააკაშვილის მკურნალი ექიმი - ნინო გოგორიშვილი

"ვთვლი, რომ უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემსა და ჰოსპიტლის შესახებ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ვერ იქნება მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი. მედიკოსი მიზეზებს განმარტავს.

"ფსიქოლოგიური ტრავმა მე მივიღე მაშინ, როცა ვუყურებდი პირდაპირ ტრანსლაციას ნიკა გვარამიას ინტერვიუს სახით, როდესაც ის გამოვიდა ჰოსპიტლიდან და ტელემედიას მისცა თავისი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია იყო მიღებული ჩემგან, მაგრამ ინტერპრეტირებული ისე, როგორც აწყობდა მას. ასე რომ, ეს ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. მას შემდეგ, რაც გაიჟღერა ნიკას გვარამიას არხით და უშუალოდ ნიკა გვარამიასგან, მე ვერ ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ამ მომენტში უნდა შეწყდეს ნებისმიერი კომენტარი და ლაპარაკი ჩემი პიროვნებისა და ჰოსპიტლის შესახებ", - განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, ნიკა გვარამიამ მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გააცნო.

გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ჩვენებიდან გარკვეული ეპიზოდები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებას მოგვიანებით ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system