თავში

მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში გაემგზავრა

მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში გაემგზავრა
მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში გაემგზავრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა კაპიტან შოთა გიორგაძის მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა და ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

ქართველი მშვიდობისმყოფელები NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ შეასრულებენ. 

ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს და 6 თვის განმავლობაში მისი პასუხისმგებლობა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

მშვიდობისმყოფელებმა ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს. 

მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. 

გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, შესაბამისი მომზადება საქართველოში ჩაუტარდათ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system