თავში

მებაჟე ოფიცრებს ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ რეაგირებაზე სწავლება ჩაუტრდათ

მებაჟე ოფიცრებს ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ რეაგირებაზე სწავლება ჩაუტრდათ
მებაჟე ოფიცრებს ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ რეაგირებაზე სწავლება ჩაუტრდათ

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცის, ასევე გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთობლივი პროექტი "კონტეინერების კონტროლის პროგრამა" ფარგლებში მებაჟე-ოფიცრებს, საპატრულო პოლიციის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ რეაგირების სწავლება ჩაუტარდათ. 

კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანია, ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებული, ისეთი მნიშვნელობანი ინფორმაციის გაცვლა, როგორიცა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.

ერთობლივი სწავლება, რომელიც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ექსპერტის სვეტლან სავოვის ჩართულობით გაიმართა ესწრებოდნენ ნაიდა შამილოვა - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონული მენეჯერი და როზი პეტროვი - აშშ საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის ხელმძღვანელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system