თავში

,,მეჩვენება თუ მიწით შეავსეს?!" - თეა გოდოლაძე დამეწყრილი ზონიდან ფოტოებს აქვეყნებს

,,მეჩვენება თუ მიწით შეავსეს?!" - თეა გოდოლაძე დამეწყრილი ზონიდან ფოტოებს აქვეყნებს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

ფოტოებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად გაჩენილი ნაპრალი ამოვსებულია. 

,,მე მეგონა ,,ღადაობდნენ” ქვიშით და ღორღით ამოვავსოთ ნაპრალიო, მერიის საბჭოზე როდესაც განიხილავდნენ საინჟინრო გადაწყვეტილებას (ხმები გამოდიოდა, პატარაა თბილისი და გარეთ ერთმანეთს დასცინოდნენ). მეჩვენება თუ ?! მიწით შეავსეს? სკოჩი რომ დაგვხვდეს გადაკრული ზედ, მართლა აღარ გამიკვირდება", - წერს სეისმოლოგი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system