თავში

ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“- მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“- მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის
ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“- მედიააკადემიის ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის სოციალურ მედიაში ამბის თხრობის მეთოდებზე უორკშოპი ჩაატარა. 

ჟურნალისტებმა ორი დღის განმავლობაში ციფრული მედიის საკითხებში ტრენერთან, გიორგი გოგუასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიური პროდუქტების შექმნასა და სოციალურ პლატფორმებზე მათი განთავსების ეფექტიან ფორმებზე იმუშავეს.
ტრენინგი ისეთ კონკრეტულ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თემების გაშუქების სტრატეგია და აუდიტორიის ანალიზი, ასევე, ამბის გადმოცემის ისეთი მეთოდები, რომლებითაც სოციალურ მედიაში აუდიტორიის მაღალი ჩართულობა მიიღწევა.

ინტერნეტ მომხმარებლების ზრდასთან ერთად, სოციალური მედია ინფორმაციის გავრცელებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი პლატფორმა ხდება. სოციალური ქსელის აუდიტორია განსხვავდება ტრადიციული მედიის აუდიტორიისგან. შესაბამისად, საჭიროა თხრობის ფორმების ადაპტაცია ისე, რომ ინფორმაციამ რაც შეიძლება დიდი აუდიტორია მოიცვას.

როგორ დავგეგმოთ ვიდეო გადაღება სოციალური მედიის პლატფორმებისთვის და რა განსხვავებაა ტრადიციულსა და სოციალურ მედიას შორის - უორკშოპის მონაწილეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს და საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. უორკშოპში მონაწილეობას report.ge-ის კორეპსპონდენტი ირაკლი ვაჩიბერაძეც იღებდა.  

ტრენინგის ბოლოს მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system