თავში

მედიასთან ბრძოლა არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა - მარგველაშვილი

მედიასთან ბრძოლა არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა
მედიასთან ბრძოლა არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა - მარგველაშვილი

თქვენი დამარცხებით დამარცხდება ის, რაც იყო ჩემი და წინა თაობების მიზანი, რასაც არაერთმა ადამიანმა შესწირა თავისი სიცოცხლე, ეს არის დემოკრატიული საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მედიის წინააღმდეგ გახშირებულ თავდასხმებზე საუბრისას განაცხადა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მედიასთან ბრძოლა არის ერთი მხრივ კრიტიკულ აზრთან ბრძოლა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა.

"მედია არის სამწუხაროდ ბოლო ინსტიტუტი, რომლის დანგრევის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად ტოტალიტარულ სახელმწიფოს. მარტივი შეჭმარიტებაა - დემოკრატიული საზოგადოება დგას ოთხ ძირითად ბურჯზე, ეს არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამ სამიდან რეალურად უზურპირებული, დევალვირებული და ლეგიტიმაცია დაკარგული არის სამივე. მეოთხე არის მედია. ეს მეოთხე ძირითადი კოლონაც თუ ჩამოინგრა და შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც თავისუფალმა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების წყარომ, მაშინ სამწუხაროდ, მიღწეული იქნება ეტყობა ის მიზანი, რომელიც ჩადებული იყო "ქართული ოცნების" საფუძველში, რომ საქართველოსგან გაკეთდეს ტოტალიტარული სახელმწიფო. "ეტყობას" იმიტომ ვამბობ, რომ მეთოდურობა წინა სამი ინსტიტუტის განადგურებისა, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ვიგრძენით და ვნახეთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ მიმდინარეობს ინსტიტუტებთან ბრძოლა. მედიასთან ბრძოლა არის ერთი მხრივ კრიტიკულ აზრთან ბრძოლა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა. თქვენი  დამარცხებით დამარცხდება ის, რაც იყო ჩემი და წინა თაობების მიზანი, რასაც არაერთმა ადამიანმა შესწირა თავისი სიცოცხლე, ეს არის დემოკრატიული საზოგადოება," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system