თავში

"მედიის დაშინების მცდელობა" - ირაკლი აბსანძის დაკავებას განცხადებით ეხმაურებიან

"მედიის დაშინების მცდელობა" - ირაკლი აბსანძის დაკავებას განცხადებით ეხმაურებიან
მედიის დაშინების მცდელობა - ირაკლი აბსანძის დაკავებას განცხადებით ეხმაურებიან

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ და განცხადებას ავრცელებენ.

"გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და მას ამ დროს აკავებენ.

მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძეს ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიაკლუბი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, მედიის განვითარების ფონდი, მედიის უფლებები.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი და წამყვანი ირაკლი აბსანძე "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავესმოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

შსს-ს ცნობით, "ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას პოლიციამ 12 პირი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system