
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, 10 დეკემბერს "მეგზევის დღე" აღინიშნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი წლის ანგარიშს წარადგენს.
დღესვე დააჯილდოვებენ დამსახურებულ მეგზევეებს.
,,მეგზევის დღე" საქართველოში 1980-იანი წლებიდან აღინიშნება.