თავში

მეჯინისწყალში გაუჩინარებულ მამაკაცს მე-3 დღეა ეძებენ

მეჯინისწყალში გაუჩინარებულ მამაკაცს მე-3 დღეა ეძებენ
მეჯინისწყალში გაუჩინარებულ  მამაკაცს მე-3 დღეა ეძებენ

ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარებულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  სამძებრო სამუშაოებში როგორც მდინარეში, ასევე ზღვაზე მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პროცესში 3 ეკიპაჟია ჩართული.

ცნობისთვის, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 61 წლის მამაკაცი, ორი დღის წინ ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარდა, მაშველებმა მსუბუქი ავტომობილი იმავე დღეს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მსუბუქ ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადასვლა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათი ცხედრები უკვე ნაპოვნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system