თავში

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

​მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისინი მემორიალთან მივიდნენ და ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე.

6 წლის წინ, ტრაგედიის ღამეს სამოქალაქო პირებთან ერთად გმირულად გარდაიცვალა მაშველი ზურაბ მუზაშვილიც, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხანძრე-მაშველები იმ პერიოდში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system