თავში

მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში მუშაობის სპეციფიკაზე წვრთნა გაიარეს - VIDEO

მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში მუშაობის სპეციფიკაზე წვრთნა გაიარეს
მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში მუშაობის სპეციფიკაზე წვრთნა გაიარეს - VIDEO

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მაღაროებში სამაშველო ოპერაციის ჩატარების უნარ-ჩვევები აიმაღლეს. ტრენინგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა. 8 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი უსაფრთხოების წესების, არსებული საფრთხეების და წარმოქმნილ ინციდენტებზე რეაგირების მეთოდებს გაეცნო.

წვრთა შეეხებოდა სუნთქვისათვისათვის რთულ პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მაღაროს გვირაბებში ხანძრის ქრობის და კედლების გაგრილების სამუშაოებს, მაღაროში მომწამვლელი აირების დადგენას, ასევე, დეტექტორების გამოყენებას.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მაშველები მაღაროში დაახლოებით 3000 მეტრის სიღრმეზე მატარებლის მეშვეობით ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად გვირაბის გამაგრების სისტემების, აფეთქების სამუშაოებთან დაკავშირებული მოსამზადებელი ეტაპების, უსაფრთხოების ნორმების და მოპოვებული მასის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საფრთხეები დეტალურად განიხილეს.

მასპინძელი მხარის წარმომადგენლებმა ქართველ მაშველებს დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ისინი კარგად არიან მომზადებულნი მაღაროში არსებული ფიზიკური დატვირთვებისათვის.

გადამზადებული ქართველ მაშველთა ჯგუფი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კოლეგებს მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system