თავში

მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს - სტიქია ლენტეხში

მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს - სტიქია ლენტეხში
მეხანძრე-მაშველებმა საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს - სტიქია ლენტეხში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბროლაურის განყოფილების მეხანძრე მაშველებმა ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და ხიდის აღდგენითი სამუშაოების ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება. ადგილზე იმყოფებიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში სტიაქის ებრძვიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system