თავში

მეხანძრე-მაშველებს იაპონიის მთავრობამ ავტოკიბე გადასცა

მეხანძრე-მაშველებს იაპონიის მთავრობამ ავტოკიბე გადასცა
მეხანძრე-მაშველებს იაპონიის მთავრობამ ავტოკიბე გადასცა

მეხანძრე-მაშველის პროფესიულ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო კიბე გადაეცა. საჩუქარი მაშველებს იაპონიის მთავრობამ იაპონიის საელჩოს დახმარებით გადასცა. 

ავტო-კიბეს გადაცემის ცერემონია ბათუმში გაიმართა. 

40 მეტრის სიგრძის კიბე მაღალსართულიან შენობებში ხანძრის ქრობის და სამაშველო სამუშაოების დროს ეფექტიანობას გაზრდის. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონის მოახლოების გამო, სანაპირო ზოლზე მეხანძრე-მაშველთა დანაყოფები გაძლიერებულია, როგორც პირადი შემადგენლობით, ასევე ტექნიკით. მაშველები სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system