თავში

მელაშვილი-ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს - პროკურორი

მელაშვილი-ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს - პროკურორი
მელაშვილი-ილიჩოვა აუცილებლად მოიხდიან სასჯელს - პროკურორი

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა აუცილებლად დაბრუნდებიან საპატიმროში, რადგან მათ რეალურად ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, რომელიც 10-დან 15 წლამდე თვისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

მისი თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა.

"აღკვეთის ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია, მათი საქმის განხილვა ჯერ, არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდავოდ გამოიწვევს იმ მოცემულობას, რომ მათ, ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და მომავალში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს. სახეზეა საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც გულისხმობს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აათავისუფლა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system