თავში

,,მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოც 27 ქვეყანაში შეაგროვეს" - ხუხაშვილი

,,მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოც 27 ქვეყანაში შეაგროვეს" - ხუხაშვილი
,,მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოც 27 ქვეყანაში შეაგროვეს - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ნიკა მელიას გირაოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

,,მელია იქნება მსოფლიოში პირველი პოლიტიკოსი, რომლის გირაოს თანხა ოცდაშვიდ ქვეყანაში შეაგროვეს...", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული პუნქტების შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა.

ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ,ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო".

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ერთობლივი შეხვედრა უკვე 5 საათზე მეტია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system