თავში

"მეორე ადგილზე გადაინაცვლა" - ამირან გამყრელიძე

"მეორე ადგილზე გადაინაცვლა" - ამირან გამყრელიძე
მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გასული ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა. 

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსოფლიოში კორონავირუსი პირველ ადგილზე იყო სიკვდილიანობის გამოწვევით, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ვირუსით გამოწვეულმა ლეტალობამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. 

"დილით მონაცემებით, 4762 ახალი შემთხვევაა. ეს 1000 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის სამშაბათ დღესთან მიმართებით, მაგრამ როგორც ერთი კვირის, ასევე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია. 

იცით, რომ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს მან გადაინაცვლა მეორე ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობის საშუალო მილიონ მოსახლეზე გაქვს 10 ერთეული, ზღვრული კი არის 8-9. კლება არის ამ მძიმე ინდიკატორის, მაგრამ ეს 43 შემთხვევაც ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და რთულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system