თავში

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ომის ვეტერანები, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მოქალაქეები, როგორც წესი, ტრადიციულად ვაკის პარკში იკრიბებიან, რათა უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგონ. 9 მაისს აღნიშნავენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც. 

წელს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system