თავში

გლდანში დაჭრილ მოზარდს მეორე ოპერაცია უტარდება

მეორე ოპერაცია უტარდება
გლდანში დაჭრილ მოზარდს მეორე ოპერაცია უტარდება

გლდანში დაჭრილი 15 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოზარდს კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

,,ქირურგიული ჩარევა ჯერჯერობით არ დასრულებულა და შესაბამისად, ოპერაციის მასშტაბზე საუბარი ამ ეტაპზე გაგვიჭირდება", - განაცხადა ექიმმა ქეთევან კუპატაძემ.

ორი დღის წინ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 15 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

ბრალდებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system