თავში

მერაბ სეფაშვილი: როგორც პირუტყვს, ადამიანს ასე არ უნდა მოექცე

მერაბ სეფაშვილი: როგორც პირუტყვს, ადამიანს ასე არ უნდა მოექცე
მერაბ სეფაშვილი: როგორც პირუტყვს, ადამიანს ასე არ უნდა მოექცე

ადამიანების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მე არ მინახავს, - ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა, დღეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ადამიანების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ არის სწორი და ნებისმიერ სახელმწიფოში ადამიანების უფლება დაცული უნდა იყოს.

,,რამდენად კანონიერია ის მშენებლობა არ ვიცი, მაგრამ როგორც პირუტყვს, ადამიანს ასე არ უნდა მოექცე. სულ იყო ასეთი რაღაცები და ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. ამ ბოლო დროს, ქუჩაში სულ ფეხით მიწევს სიარული და უამრავ ადამიანს ვხვდები. ყველაზე ცუდი და საშინელი რაც არის, სოციალური აფეთქება თუ მოხდა, ამას ვერავინ დააკავებს - ეს განცდა არის, უკიდურესად უჭირს ხალხს," - განაცხადა მერაბ სეფაშვილმა გადაცემა ,,რეაქციაში".

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დღეს დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა, შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დააკავეს.

მომხდარს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურადა განაცხადა, რომ უკანონოდ მითვისებულ ტერიტორიაზე დემონტაჟს მხოლოდ მშენებარე ობიექტები დაექვემდებარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system