თავში

მერაბ ნინიძე მორიგ ამერიკულ სერიალში თამაშობს - VIDEO

მერაბ ნინიძე მორიგ ამერიკულ სერიალში თამაშობს
მერაბ ნინიძე მორიგ ამერიკულ სერიალში თამაშობს - VIDEO

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე კიდევ ამერიკულ სერიალში გამოჩნდება. მსახიობი ცნობილი ტელე-სერიალის Treadstone-ის მეშვიდე სეზონში თამაშობს. სეზონის პირველი სერია ნინიძის მონაწილეობით ეთერში მომავალი კვირის სამშაბათს გავა. მეშვიდე სეზონის ტრეილერი ინტერნეტში ახლახანს გავრცელდა. 

სერიალის სიუჟეტი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პროგრამა Treadstone-ია, რომლის მიზანიც აგენტების შესაძლებლობების ხელოვნური მოდიფიკაციაა. ასეთი რამდენიმე აგენტი კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ასრულებს დავალებას.

მსახიობი მერაბ ნინიძე ასევე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის ბოლო სეზონში მონაწილეობს. 2020 წელს კი მისი მონაწილეობით კიდევ ერთ ამერიკულ სერიალი, Ironbark გამოვა. 

მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system