თავში

მერის მოადგილე: ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დავეხმარებით

მერის მოადგილე: ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დავეხმარებით
მერის მოადგილე: ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დავეხმარებით

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. ამის შესახებ განცხადება ადგილზე მისულმა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გააკეთა. მისი თქმით სახელმწიფო დაზარალებულებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდით. 

„რაც მთავარია, მსხვერპლი არ იყო, რაც დიდი ბედნიერებაა. მაშველებმა და მეხანძრეებმა იმუშავეს ძალიან მაგრად. ხვალ დაითვლება ყველა ზარალი და ყველა ადამიანი, ვინც დაზარალდა, სახელმწიფო გვერდში დაუდგება. რაც მთავარია ლოკალიზება მოხდა ეფექტურად“, - განაცხადა ელოშვილმა.

ვარკეთილში ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის სრულად ლიკვიდაციის სამუშაოები. მსუბუქად დაშავდა პოლიციელი და ერთი მოქალაქე. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system