თავში

"მესამე აცრა სერიოზულად იცავს" - ამირან გამყრელიძე

"მესამე აცრა სერიოზულად იცავს" - ამირან გამყრელიძე
მესამე აცრა სერიოზულად იცავს - ამირან გამყრელიძე

ყველას გთხოვთ, ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მესამე აცრა მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს. 

„პირველი რეკომენდაცია არის აცრა. შემთხვევების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მესამე აცრა სერიოზულად იცავს, ანუ „ბუსტერიზაცია“ არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმი ეპიდემიის შემდგომი გავრცელების. ამიტომ ყველას გთხოვთ ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ. დღევანდელი მონაცემით, 86 ათასამდე ადამიანი უკვე მესამე დოზით არის აცრილი. „ომიკრონის“ შემთხვევების 17%-მდე გვაქვს რეინფექცია, „ომიკრონს“ ახასიათებს რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და გვერდის ავლა ზოგიერთ ვაქცინებზე. ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თუ „ფაიზერს“ გაიკეთებთ „ბუსტერად“, მაშინ უფრო მეტად 70-80%-ით დაცული ხართ „ომიკრონით“ ინფიცირებისაგან. ამიტომ პირველი მოწოდება იქნება აცრა. წელს ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, რათა ჯანმო-ს ინდიკატორზე გავიდეთ. მოვუწოდოთ ყველას 50 წელს ზემოთ ადამიანებს, რომ აუცილებლად იყვნენ აცრილი. „ბუსტერიზაციას“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ჰოსპიტლისთვის. 

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდისა არის ის, რომ ერთდროულად შეიძლება დაინფიცირდეს სამედიცინო პერსონალი და ადამიანური დეფიციტი ჰოსპიტლებში გაჩნდეს. ამიტომ ყველა ექიმს უმორჩილესად მოვუწოდებ აიცრან. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან და გაიკეთონ „ბუსტერი“, რათა „ომიკრონის“ ასეთი ტალღის პერიოდში ქვეყანაში არ შეგვექმნას ყველაზე უფრო ესენციური ჯგუფის დეფიციტი.

„ომიკრონის“ დროს მნიშვნელოვანია იზოლაციის მკაცრად დაცვა, კი მსუბუქად მიდის ეს შტამი, მაგრამ სასურველია, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა მაღაზიებში და ქუჩებში არ იარონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system