თავში

"მესამე დოზა საჭიროა" - გიორგი ფხაკაძე

"მესამე დოზა საჭიროა" - გიორგი ფხაკაძე
მესამე დოზა საჭიროა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, კოვიდვაქცინების მესამე დოზის საჭიროებაზე წერს:

"მე-3 დოზა, ანუ ბუსტერი, არის საჭირო! ამაზე მე გესაუბრებით 2020 წლის იანვრიდან. დეტალები ჩემს გვერდზეა. ისე, გახსოვთ ჩემზე სტატია რომ დაიწერა და თქვეს, მანიპულაცია არისო? 23 აპრილის ლაივი, გახსოვთ? საქართველოში ბოდიშის მოხდა არ "მოსულა", გაგლანძღავენ, შეურაცხყოფას მოგაყენებენ და მერე ბოდიშის მოხდა "უტყდებათ".

დაბალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში - მესამე დოზა 5-6 თვეში მე-2 დოზის შემდეგ (ბაჰრეინის, ბრიტანეთის, უელსის, გაერთიანებული ემირატების მაგალითები).

მაღალეფექტური ვაქცინების შემთხვევაში 12 თვის შემდეგ იქნება საჭირო მე-3 დოზა ("ფაიზერმა" უკვე ოფიციალურად მოითხოვა რეგისტრაცია ამერიკის წამლის სააგენტოში).

ამ ვირუსთან ბრძოლაში მთავარია ერთად ყოფნა!

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე!

არა თავშეყრის ადგილებს!

მოითხოვეთ მაღალეფექტური ვაქცინები (ბატონი ცერცვაძის თქმით, "მერსედესის" ტიპის რომ არისო).

P.S. ზოგ-ზოგიერთებისგან ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ ვიცი, აზრი არა აქვს. უბრალოდ, ჩემზე რაც გაქვთ დაწერილი/გაზიარებული, არ "გიტყდებათ?", - წერს ფხაკაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system