თავში

მესამე ტალღა დაწყებულია - მარინა ეზუგბაია

მესამე ტალღა დაწყებულია - მარინა ეზუგბაია
მესამე ტალღა დაწყებულია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში თითქმის ყველა საწოლი დაკავებულია. მისი განმარტებით, მაგრამ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ.

„მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი კლინიკაც უკვე მზად არის ამ საქმიანობისთვის. იმისდა მიხედვით, როგორი იქნება მატება, საწოლფონდიც შესაბამისად იქნება ალბათ მობილიზებული. ამ ეტაპზე ჩვენთან ყოველი საწოლი ყოველდღე დაკავებულია, უბრალოდ „ტრიაჟი“ ხდება, რაც ნიშნავს, რომ გაწერილი პაციენტების ადგილებს დღის განმავლობაში ახალი პაციენტები იკავებენ და ეს მუდმივი პროცესია. ცენტრიდან დაახლოებით 10-12 პაციენტი ყოველდღიურად ეწერება და ყოველდღიურად 10-12 პაციენტი შემოდის“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system