თავში

მესამე ტალღის გავრცელების ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით - ტიკარაძე

მესამე ტალღის გავრცელების ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით - ტიკარაძე
მესამე ტალღის გავრცელების ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით - ტიკარაძე

ამ ეტაპზე მესამე ტალღის გავრცელების ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. 

ტიკარაძის თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით კარგად ჩანს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და საჭიროა ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. 

"ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან. საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა უკვე კარგად იციან ის ინსტრუმენტები, რითაც ხდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება - ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ა.შ. ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 1.47 ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჩვენ უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას და არ ხდება კლასტერებზე მეთვალყურეობა, ვინაიდან, ამ მონაცემების თანახმად, ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად", - განაცხადა ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system