თავში

მესაზღვრეს ვუთხარი დააკაკუნე და მიშა ამოვა-მეთქი და დააკაკუნა - ბატურინი

მესაზღვრეს ვუთხარი დააკაკუნე და მიშა ამოვა-მეთქი და დააკაკუნა
მესაზღვრეს ვუთხარი დააკაკუნე და მიშა ამოვა-მეთქი და დააკაკუნა - ბატურინი

საქართველოს ყოფილი პპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი, იხსენებს როგორ დააკავეს ქართველმა მესაზღვრეებმა იახტაზე, უკრაინელ მეზღვაურებთან ერთად.

მისი თქმით, ადგილზე მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იყო, მესაზღვრეები კი მეოთხე ადამიანს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ.

"კატარღის შეჩერებისას კაპიტანს უთხრეს, რომ გამოვიდეს მიშა. რადგან მე საქართველოდან ვარ და საბუთებში ჩემი სახელი და გვარი ეწერა, კაპიტანმა ალბათ იფიქრა, რომ... ეკიპაჟმა არ იცოდა ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ. გეძახიანო, ალბათ, შენი ნაცნობებიო. როცა გამოვიხედე, მითხრეს, ეს არა, მეოთხე გამოვიდესო. კაპიტანმა ვინ მეოთხეო და მერე ამას მოყვა სასაცილო სიტუაციები.

ამ იახტით ვახორციელებდით მშვიდობიან გავლას, რაც კანონიერია. საბუთები მაიწოდა კაპიტანმა და ამის შემდეგ დაიწყო კლოუნადა.

რომ შემოვიდნენ, ეძებდნენ მიხეილ სააკაშვილს და რომ ვერ ნახეს ჩხრეკის შემდეგ, ცდილობდნენ ვერსიას გაყოლოდნენ, თითქოს, სადღაც დამალული გვყავდა. გვითხრეს, უთხარით გამოვიდეს, ვიცითო, რომ აქ არისო. მერე ვუთხარი, კარგი დააკაკუნე სამჯერ და ამოვა, მივიდა ერთ-ერთი მესაზღვრე, დააკაკუნა. მერე ვუთხარი, რაღაც არასწორად აკაკუნებ-მეთქი, სხვა მორზეს "სიგნალით" დააკაკუნა, შემდეგ მიხვდა სიცილზე, რომ ვეხუმრებოდი და გაბრაზდნენ", - ყვება მიხეილ ბატურინი "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყიფილი წევრი მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system