თავში

მეშახტებმა პროტესტი შეწყვიტეს

​მეშახტებმა პროტესტი შეწყვიტეს
მეშახტებმა პროტესტი შეწყვიტეს

ტყიბულში ძიძიგურის შახტში 33-საათიანი პროტესტი შეწყდა და 9 მეშახტე შახტიდან ამოვიდა.

გაფიცულებთან შატხში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე. 

მისი თქმით, მეშახტეები საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვას დათანხმდნენ. წაქაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვება.

გაფიცულების თქმით, ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. 

,,დეპუტატი იყო ჩამოსული და მოგვცა კაცური სიტყვა. ვნახოთ მაგის კაცობასაც შევხედავთ ხვალ, რა მოხდება. ყველა პრობლემას მოვაგვარებო, ოღონდ წამოდითო", - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე. 

ცნობისთვის, მეშახტეების მოთხოვნაა  სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system