თავში

მეშახტეები ხელფასის მიღებამდე შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ

შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ
მეშახტეები ხელფასის მიღებამდე შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ

ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

პროფკავშირების ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა.

შახტაში საწარმო პროცესი 2018 წლის ივლისში, აფეთქების დროს მეშახტეების დაღუპვის შემდეგ შეჩერდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის შახტებში ოპერირებს, ბაზრიდან შესაძლო გასვლაზეც ალაპარაკდა. კომპანიას აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები აღარ უწარმოებია.

"საქნახშირში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას შახტის გახსნასთან დაკავშირებით დასკვნის დადების შემდეგ მიიღებენ, რომელზეც ცალმხრივი კომისიისა და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, გერმანელი ექსპერტები მუშაობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system