თავში

მეშახტეების მიწისქვეშა პროტესტს სხვა კოლეგებიც შეუერთდნენ

მეშახტეების მიწისქვეშა პროტესტს სხვა კოლეგებიც შეუერთდნენ
მეშახტეების მიწისქვეშა პროტესტს სხვა კოლეგებიც შეუერთდნენ

ტყიბულში, მეშახტეების მიწისქვეშა პროტესტს მიწის ზემოთ მყოფი მათი კოლეგებიც შეუერთდნენ.

ერთ-ერთი მეშახტეს თქმით, გაფიცულთა მდგომარეობა დამძიმდა, რადგან, მისივე მტკიცებით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკვე მესამე ცვლაა მეშახტეებს საკვები არ მიეწოდებათ.

არსებული ინფორმაციით, 300 მეტრის სიღრმეში დარჩენილი ერთ-ერთი მეშახტე შეუძლოდ გახდა.

თავის მხრივ "საქნახშირმა" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მეშახტეებმა უხეშად დაარღვიეს უსაფრთხოების წესები.

"N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია. ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას",- აღნიშნულია საქნახშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში დასაქმებულებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შახტიდან არ ამოდიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system