თავში

უმრავლესობის დეპუტატი: კომპანია ვალდებულია მეშახტეებს ხელფასები გადაუხადოს

კომპანია ვალდებულია მეშახტეებს ხელფასები გადაუხადოს
უმრავლესობის დეპუტატი: კომპანია ვალდებულია მეშახტეებს ხელფასები გადაუხადოს

"კომპანია ვალდებულია დასაქმებულებს ხელფასები გადაუხადოს. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს" - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქციებს.

"ტყიბულთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები მისაღები, ერთი არის შრომითი უსაფრთხოების ნაწილი და მეორე ზიგადად ტყიბულის პერპექტივა.
არ შეიძლება ადამიანები მუშაობდნენ მაღალი რისკის ქვეშ, ისეთი რისკის ქვეშ სადაც მათი გარდაცვალების და დაშავების ალბათობა მაღალია. ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებმა მოგვცეს დასკვნა და გვითხრეს რა უნდა გამოსწორდეს, კომპანიას ცალსახად აქვს ვალდებულება ეს გამოასწოროს, მანამდე მათ არ აქვთ უფლება რისკის ქვეშ ყავდეთ თანამშრომლები. ასევე ვალდებულება აქვთ ხელფასები გაუსტუმრონ, რადგან დასაქმებულების მიზეზით არ არის გაჩერებული შახტები. გაჩერებული არიან კომპანიის ბრალეულობით, ამიტომ ვალდებულები არიან გადაუხადონ ხელფასები. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს ეს ვალდებულებები შესრულდეს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.~

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. მეორე დღეა, მაღაროში დასაქმებულები ,,საქნახშირისგან" კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მეშახტეებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ. კომპანიაში ხელფასების დაგვიანების მიზეზად მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებენ.

„საქნახშირმა“ მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით გუშინ განცხადებაც გაავრცელა.

გუშინვე, ეკონომიკის სამინისტრომ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას მოუწოდა დროულად უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system