თავში

მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა

მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა
მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა

მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. "მიცუბიში დელიკას" მარკის მძღოლმა, ავტომობილის დატოვება გადავარდნამდე მოასწრო. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system