თავში

მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქ ავტომობილებს ჯაჭვების გარეშე შუძლიათ მისვლა

​მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქ ავტომობილებს ჯაჭვების გარეშე შუძლიათ
მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქ ავტომობილებს ჯაჭვების გარეშე შუძლიათ მისვლა

მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, შეზღუდვა რჩება შემდეგ მონაკვეთებზე: დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ141-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system