თავში

მესტიაში 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

მესტიაში 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა
მესტიაში 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში - სოფელ ყარსგურიში 18 წლის ბიჭი ვარჯიშის დროს  მიღებული ტრავმისგან გარდაიცვალა. შემთხვევა სკოლის სპორტდარბაზში მოხდა. ვარჯიშის დროს მეთორმეტე კლასელმა ბიჭმა თავის ტრავმა მიიღო. თვითმხილველების ინფორმაციით მან ვარჯიში განაგრძო და მომხდარი ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მოგვიანებით დაშავებულს თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო. ის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა. 

"ჩვენ ჭუბერში გვაქვს სპორტდარბაზი, სადაც გვყავს რა თქმა უნდა ექიმი. ეს საწყალი ბიჭი კი სკოლის (ყარსგურიში) სპორტდარბაზში დადიოდა, მოყვარული სპორტსმენი იყო, რა დროსაც სავარაუდოდ, მიიღო თავის ტრავმა, მერე კი არ მიაქცია ყურადღება. თავი რომ ასტკივდა, შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ასე გავიგეთ, გზაში გარდაიცვალა“, - განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორმა, ჯემალ კვანჭიანმა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system