თავში

მესტიიდან რუხის კლინიკაში ორი COVID-19-ით ინფიცირებული შეიყვანეს

მესტიიდან რუხის კლინიკაში ორი COVID-19-ით ინფიცირებული შეიყვანეს
მესტიიდან რუხის კლინიკაში ორი COVID-19-ით ინფიცირებული შეიყვანეს

მესტიიდან რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული ორი მამაკაცი გადაიყვანეს.

ერთი 61 წლის ხოლო მეორე ინფიცირებული 50 წლის არის,  სიმპტომებიდან მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა ცხელება. მათ უტარდებათ შესაბამისი კვლევები 

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა,  მაიკო ჯანაშიამ Report.ge-ს განუცხადა, რომ მესტიიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და დეტალურ შემოწმებას გადის, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

"ჩვენთან შემოყვანილია ორი პაციენტი 61 წლის და 50 წლის მამაკაცი. მათ PCR კვლევით დაუდგინდათ COVID-19. აქედან მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა ცხელება, მეორე პაციენტი საერთოდ უსიმპტომოა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური კვლევა და მალე გაირკვევა აქვთ თუ არა ანთებითი პროცესები, ან რაიმე სხვა გართულება პაციენტებს," - უთხრა Report.ge-ს მაიკო ჯანაშიამ. 

 რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system