თავში

მესტიის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს

მესტიის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს
მესტიის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუში აიღეს

ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტში 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუშია აღებული, -  ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საკვების უზრუნველყოფის საჭიროება დადგება, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლები შეუფერხებლად მომარაგდება. 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხდება იდენტიფიცირება და ბიოლოგიური მასალის, ნიმუშის აღება. ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუშია აღებული. ხვალიდან კვლავ განახლდება სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული. ჯერჯერობით საკვებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. თუმცა, თუ დადგება საშიშროება და საჭიროება, ყველა უზრუნველყოფილი იქნება პროდუქტით. მარაგები შემოტანილი იქნება მუნიციპალიტეტში.

ამ ეტაპზე, შეზღუდულია გადაადგილება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩარჩენილი ტურისტების ტრანსპორტირებას და მობილიზებას მოახდენს, ტურისტებს გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system