თავში

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება
მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება

მესტიის მუნიციპალიტეტში 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები სრულად იხსნება და რეგიონი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჩატარდა 5 000-მდე PCR კვლევა, აქედან 1 500 იყო მეორადი ტესტირება.

„ბოლო დღეების განმავლობაში დაბა მესტიასა და ლენჯერში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მასიური თერმოსკრინინგი სოფლებში გაგრძელდება, ხოლო „პისიარ“ კვლევა ჩატარდება გეგმურად“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში შესვლა და გამოსვლა 10 აგვისტოდან შეიზღუდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system