თავში

მეტეხის გვირაბში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა

მეტეხის გვირაბში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა
მეტეხის გვირაბში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა

მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა. „თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდა და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system