თავში

"მეტი თავისუფლება - გირჩი" შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს

"მეტი თავისუფლება - გირჩი" შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს
მეტი თავისუფლება - გირჩი შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს

"მეტი თავისუფლება - გირჩი" ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს. 

პარტიაში აცხადებენ, რომ ვირუსი საშიშია და მასთან ბრძოლა მნიშვნელოვანი, თუმცა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ბრძოლის მეთოდები იყოს მორალური, სამართლიანი და ეფექტური.

"დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც ეხება ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასა და ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას.

დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა და აღდგეს ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ მონურ მდგომარეობას და ყველა გზას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენი უფლებებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეს, ჩვენი კარი ღიაა", - აღნიშნულია განცხადებაში",- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system