თავში

მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" დროებით დაიკეტა

მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო
მეტროსადგურები ვაჟა-ფშაველა და სახელმწიფო უნივერსიტეტი დროებით დაიკეტა

ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურები "ვაჟა-ფშაველა" და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ "სადგურის მოედნიდან" "დელისამდე" და პირიქით.

"თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება. ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system