თავში

მეტროსადგური "გოცირიძე" დაგეგმილ ვადაში ვერ გაიხსნება

მეტროსადგური "გოცირიძე" დაგეგმილ ვადაში ვერ გაიხსნება
მეტროსადგური გოცირიძე დაგეგმილ ვადაში ვერ გაიხსნება

მეტროსადგური "გოცირიძე" დაგეგმილ ვადაში ვერ გაიხსნება. როგორც Report.ge-ს "სატრანსპორტო კომპანიაში" განუცხადეს, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესში დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა გამოიკვეთა, რის გამოც რეაბილიტაციის ვადა გახანგრძლივდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მეტროსადგურის გახსნის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის უცნობია. 

"მეტროსადგურ "გოცირიძეზე" 3 თვის განმავლობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა, რომ საჭიროა ცალკე დამატებითი მოცულობითი სამუშაოების ჩატარება და ამისათვის საჭიროა ცალკე, სხვა კომპანიის დაქირავება. მომსახურე, კონტრაქტორი კომპანია ამ სამუშაოებს არ ჩაატარებს, ამიტომ საჭიროა შეირჩეს ცალკე დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს პარალელურ რეჟიმში ჩაატარებს.

"სატრანსპორტო კომპანია" ამზადებს დოკუმენტაციას და პროცედურებს, რომ გამოაცხადოს ახალი ტენდერი და ტენდერის წარმატებით დასრულების შემდეგ შეირჩევა ახალი კომპანია, რომელიც შეასრულებს ამ სამუშაოებს. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა დროს წაიღებს ეს პროცედურები, ამიტომ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გაიხსნება მეტროსადგური გოცირიძე", - განუცხადეს Report.ge-ს "სატრანსპორტო კომპანიაში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system