თავში

,,მეც შეწუხებული ვარ, ვაქცინა რომ იგვიანებს" - ცერცვაძე

,,მეც შეწუხებული ვარ, ვაქცინა რომ იგვიანებს" - ცერცვაძე
,,მეც შეწუხებული ვარ, ვაქცინა რომ იგვიანებს - ცერცვაძე

მეც შეწუხებული ვარ, ვაქცინა რომ იგვიანებს, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია, გარდა ამისა, დაირღვა მიწოდების ვადებიც. 

„შეპირებულ ვადებთან შედარებით ვაქცინის შემოტანა რომ იგვიანებს და გადაიწია სავარაუდოდ 2-3 კვირით, ამას მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური. მიდის გარჩევა, თუ რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობაა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს. ვაქცინების დეფიციტია მთელ მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა აკლია ვაქცინა, ასევე დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა ყველამ დაიწყო ვაქცინაცია. ეს არის ნათქვამი ტენდენციური, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ. სიმართლე არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ. 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში და ყველას კი არა, ნახევარზე მეტსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება – ამ 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია დაიწყო ჩინური ან რუსული ვაქცინით, შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ-ევროპული ვაქცინებით.

მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ახლა გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია, მივაღწიოთ სტაბილიზაციას; გაზაფხულ-ზაფხულის მერე, ყველაზე კარგი ეპიდსიტუაცია გვაქვს და მინდა, ეს რაც შეიძლება ჩქარა გამაგრდეს საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე ლაპარაკი. რუსულს არ ვახსენებ, რადგანაც რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და პოლიტიკურად მიუღებელია. კარგიც რომ აღმოჩნდეს, მასზე უარს იტყვის საქართველო. ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ და გახსოვთ, რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ, როგორი აღშფოთება გამოხატეს. ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი, ბატონო, ისმინა ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი და არ შემოიტანა ჩინური ვაქცინა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,პირველ არხთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system