თავში

მეუფე გერასიმე: ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, ამაზე ეკლესია იმსჯელებს

მეუფე გერასიმე: ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, ამაზე ეკლესია იმსჯელებს
მეუფე გერასიმე: ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, ამაზე ეკლესია იმსჯელებს

"ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა განაცხადა.

მეუფე გერასიმემ ყინწვისის მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებს ზნეობრივი კომისია განიხილავს.

"არსებობს ზნეობრივი კომისია საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სასულიერო პირების ზნეობრივ თემას, განიხილავს და შემდგომში უკვე თუ გადაწყვეტს, რომ წარადგინოს სინოდის წინაშე, სინოდის წინაშე უნდა დააყენონ. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, რომლის შესახებ აუცილებლად იმსჯელებს ეკლესია,"- განაცხადა მეუფე გერასიმემ.

ცნობისთვის, ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს.

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს, დავით კობაიძეს პატიმრობა შეეფარდა.სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system